დღეს ლუდმილა ტიმოშენკოს პერსონალური გამოფენა – „პეპლის ფრთებით“ გაიხსნება

4 ოქტომბერს, 19 საათზე, გალერეა „წითელ კვადრატში“  (ფალიშვილის ქ.88) ლუდმილა ტიმოშენკოს პერსონალური გამოფენა
,,პეპლის ფრთებით” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ გალერეაში განუცხადეს, გამოფენა საინტერესოა, რადგან ნიჭიერ უკრაინელ მხატვარს,  ფილოსოფოსს, პოლიტოლოგსა და სცენარისტს – ლუდმილა ტიმოშენკოს მასპინძლობს.
იგი 1 წელია, რაც თბილისში  ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს და მიღებული შთაბეჭდილებები ქაღალდზე გადმოაქვს.
„ჩვენი გალერეა სიამოვნებით მასპინძლობს ლუდას. მობრძანდით, ვიმედოვნებთ, სასიამოვნო საღამო გველის“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები