„თბილისის თანამედროვე ბალეტი“ სეზონს „დოვინ-დოვენ-დოვლის“ პრემიერით გახსნის

5-6 ოქტომბერს, 19 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” პირველი სეზონი გაიხსნება.  გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე შექმნილი თანამედროვე ბალეტის „დოვინ-დოვენ- დოვლის“ პრემიერის დამდგმელი რეჟისორია გელა კანდელაკი.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, სპექტაკლის იდეის ავტორი და “მთაწმინდის მთვარის” ქორეოგრაფი – გიორგი ალექსიძე; დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე; მუსიკალური კონსულტანტი – თეიმურაზ ბაკურაძე.
დადგმის კონსულტანტი – მარინა ალექსიძე (საქართველოს დამსახურებული არტისტი); პედაგოგ-რეპეტიტორი – ქეთევან მუხაშავრია; განათება – გოჩა გიორგაძისა; ხმის რეჟისორი და ვიდეოპროექციის ავტორი – ელენე მურჯიკნელი; სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – ნიალა გოძიაშვილი; ხმის ოპერატორი – გია ზუბაშვილი; კოსტიუმების მხატვარ-შემსრულებელი – მაია ჯგუბურია.
მონაწილეობენ: გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის მსახიობები:
ნინო გოგუა (წამყვანი სოლისტი),ნათია ბუნტური (წამყვანი სოლისტი), მარიამ დარჩია (ბალეტის სოლისტი), ანარ მიქაილოვი (ბალეტის სოლისტი), ინტიგამ მამედოვი (ბალეტის სოლისტი), მარიამ ქოიავა, ნატალია კუკულაძე, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი.
მოწვეული სოლისტები:
დავით ანანიაშვილი (თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი); ვასილ ახმეტელი (მაკედონიის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი).
მინიატიურას “მთაწმინდის მთვარე” ასრულებს მარიამ ალექსიძე.
ლექსებს კითხულობენ: ზაზა ლებანიძე, ზაზა პაპუაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, გივი შაჰნაზარი, ვახტანგ ჯავახაძე, დავით წერედიანი, აკაკი ხინთიბიძე.
სპექტაკლში გამოყენებულია:  გალაკტიონის ლექსი “მთაწმინდის მთვარე” (ავტორისეული ჩანაწერი), კლოდ დებიუსის “მთვარის შუქი”, გუსტავ მალერის ადაჟიო IX სიმფონიიდან, ალბან ბერგის ვარიაციები ” ლულუ-სიუიტიდან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები