ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს „ტრავიატას” პრემიერით გახსნის

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 48-ე სეზონს ჯუზეპე ვერდის ოპერით “ტრავიატა” გახსნის.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, ქუთაისის ოპერის თეატრში “ტრავიატას” დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
“ტრავიატას” საპრემიერო წარმოდგენაში მთავარ როლებს ასრულებენ: ნაირა კიკოლიაშვილი (ვიოლეტა ვალერი), ანზორ ხიდაშელი (ალფრედ ჟერმონი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თაეტრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ჟორჟ ჟერმონი), ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა), მარიეტა მაჩალაძე (ანინა), იოსებ კიწმარიშვილი (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი დიუფონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი დ’ობინი), აკაკი იოსელიანი (ექიმი გრენვილი); თეატრის გუნდი საპრემიეროდ მთავარმა ქორმაისტერმა ნათია გოგუაძემ მოამზადა. სპექტაკლს რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.
“ტრავიატას” მსოფლიო პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის თეატრ “ლა ფენიჩეში” შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები