შეხვედრა ცნობილ მთარგმნელთან ნანა გოგოლაშვილთან
23 იანვარს, 16.30 საათზე მწერალთა სახლში ციკლიდან: „მთარგმნელები მწერალთა სახლში,“ ნანა გოგოლაშვილთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ნანა გოგოლაშვილი მის მიერ თარგმნილ წიგნებსა და ავტორებზე, თარგმნის სირთულეებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს. შეგახსენებთ, ნანა გოგოლაშვილმა გერმანულიდან ქართულად თარგმნა: გიუნტერ გრასის „დედალი ვირთაგვა“, ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“, ნოვალისის “ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი” და ბევრი სხვა გერმანულენოვანი ნაწარმოები. გარდა ამისა, ნანა გოგოლაშვილი გერმანული ენის გრამატიკის ავტორია. მან თავის დროზე გერმანიაში ქართველი მწერლების ნაწარმოებები გამოაქვეყნა. იგი ასევე ქართული ენისა და თარგმანის პრობლემურ საკითხებზე დაწერილი კრიტიკული წერილების ავტორიცაა. საღამოს მწერალი ზვიად კვარაცხელია გაუძღვება