ქართველი მსახიობის გამარჯვება ეკატერინბურგში

რუსთაველის თეატრის მსახიობს ნანული სარაჯიშვილს ურალის რუსული კინოს პირველმა ღია ფესტივალმა, რომელიც ეკატერინბურგში გაიმართა, აღიარება მოუტანა. ამ ინფორმაციას ფესტივალის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ნანული სარაჯიშვილი ნომინაციაში „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ (ფილმი „ტელი და ტოლი“) სპეციალური დიპლომის მფლობელი გახდა. კონკურსში კი 14 ფილმი მონაწილეობდა.58927
ქართულ-ოსური ურთიერთობის მოტივებზე მხატვრული ფილმი  – „ტელი და ტოლი” 2014 წელს ჩრდილოეთ ოსეთში გადაიღო რეჟისორმა ალეკსანდრ ამიროვმა.
რეჟისორის თქმით, პროექტი “ტელი და ტოლი” მისი ძველი ოცნება იყო, უნდოდა ფილმი ქართული კომედიის სტილში გადაეღო. და ასეც მოხდა. „ტელი და ტოლი“ ერთმანეთის მეზობლად მდებარე ორი სოფლის მცხოვრებთა მეგობრობაზე და ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ტელი ქართული სოფელია, ხოლო ტოლი – ოსური. სიუჟეტის მიხედვით, ამ სოფლების მცხოვრებლები წლების განმავლობაში ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო სასაფლაო და ეკლესია. კონფლიქტის შედეგად კი მათ შორის საზღვარი გაივლო, თანაც პირდაპირ საერთო სასაფლაოზე. ორივე სოფლის მოსახლეობა საზღვრის გავლებას ეწინააღმდეგება. მათ სწამთ, რომ სიკეთე და მეგობრობა გაიმარჯვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები