„კედლის ობიექტი – მასალა თიხა“ – თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა გამოფენა გაიხსნება

5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა გამოფენა  „კედლის ობიექტი – მასალა თიხა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაში მონაწილეობენ: ლია ბაგრატიონი, ნატო ერისთავი, ოთარ ვეფხვაძე, ალექსანდრე კაკაბაძე, გიგიშა პაჭკორია, მერაბ გუგუნაშვილი, მალხაზ შველიძე და გამოფენის კონცეფციის ავტორი და კურატორი ლალი ქუთათელაძე.
პროექტის კონცეფცია შემდეგია: თიხა, როგორც სასაუბრო ენა, კომუნიკაციის საშუალება. თიხის ობიექტი კედელზე და არანაირი მინიშნება კერამიკის ტრადიციულ ფორმებზე – იმაზე, რასაც მნახველი კერამიკისგან ელის.
გამოფენა „კედლის ობიექტი – მასალა თიხა“ 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები