„აურზაური არაფრის გამო” – მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონს პრემიერით გახსნის

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს, სპექტაკლით “აურზაური არაფრის გამო” განახლებულ დარბაზში პრემიერით გახსნის.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, უილიამ შექსპირის კომედია, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა, წარმოდგენილი იქნება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში.
წარმოდგენაში გამოყენებულია ნაწყვეტები უილიამ შექსპირის პიესებიდან და უილიამ გიბსონის პიესიდან “მსახიობთა ძახილი”. სპექტაკლი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის, ლილი იოსელიანის ხსოვნას ეძღვნება.
მოზადმაყურებელთა თეატრის ახალი თეატრალური პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. სამინისტროსვე მხარდაჭერით განხორციელდა თეატრის ფოიეს რეკონსტრუქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები