კინო და ტელეოპერატორების ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში სამაუწყებლო ტექნიკის გამოფენა გაიხსნება

1-2 ოქტომბერს კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სასტუმრო “შერატონში” სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო და სატელევიზიო პროდუქციის გამოფენა გაიმართება. ფესტივალზე ნამუშევრების მიღება უკვე დასრულებულია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წელს კონკურსი უპრეცედენტოდ მაღალია, ასამდე სხვადასხვა ქვეყნიდან 2500-მდე ნამუშევარი შევიდა. ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: გრან-პრი-„ოქროს თვალი“, საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი, სარისკო კადრი და საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი.
სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ლიდერი სამაუწყებლო, კინო და რადიო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები. ისინი ასევე ჩაატარებენ პრეზენტაციებს ტელევიზიების ტექნიკური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
წელს ასევე პირველად გაიმართება სატელევიზიო პროდუქციის გამოფენაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები