საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემმუშავებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით შემუშავებული საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2016-2018 წლების სტრატეგიისა და კატასტროფების შემცირების 2016-2020 წლების სტრატეგიის პროექტები.
კომისიამ მოიწონა დოკუმენტები და გადაწყდა, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია მზადაა საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად, ხოლო კატასტროფების რისკების შემცირების სტრატეგია მთავრობას დასამტკიცებლად ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ წარედგინება.
აღნიშნული სტრატეგიები წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალურ დოკუმენტებს, რომლებშიც ასახულია ამ სფეროებში ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები და ასევე მათი აღმოფხვრის გზები. სტრატეგიებს გააჩნიათ კონკრეტულ პერიოდზე გათვლილი სამოქმედო გეგმები, რომლებიც განსაზღვრავენ დროში გაწერილ კონკრეტულ აქტივობებს, რაც თავის მხრივ ემსახურება სტრატეგიებით განსაზღვრული მიზნებისა და პრიორიტეტების შესრულებას.
სტრატეგიების შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა უცხოური საუკეთესო პრაქტიკა და პარტნიორი ქვეყნების, ნატოს შესაბამის სტრუქტურების წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები