თურქეთში არქეოლოგებმა კანალიზაციის ძველი სისტემა აღმოაჩინეს
თურქეთში ვანის პროვინციაში არქეოლოგებმა კანალიზაციის ძველი სისტემა აღმოაჩინეს. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, კანალიზაციის სისტემა ვანის პროვინციაში ჩავუშტეპეს სასახლეშია აღმოჩენილი.
მკვლევარების ინფორმაციით, აღმოჩენილია 1 მეტრის დიამეტრის კანალიზაციის სისტემა. ის მთელი ქალაქის ქვეშ იყო აშენებული და მიწაში საკმაო სიღრმეზეა განთავსებული.
ჩავუშტეპეს სასახლე ქალაქ გიურპინარიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. სასახლე ორი – ზედა და ქვედა ნაწილისგან შედგება. ორივე ურარტუს მეფის, სარდური მეორეს დროს 764-734 წლებშია აშენებული. არქეოლოგებმა სასახლის ნანგრევებში წყლის აუზები, იეროგლიფები, ტაძრები, ვენახები და წყალგაყვანილობის რთული სისტემაა აღმოჩენილი.