გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

გლდანში 40 000 კვ.მეტრის ფართობზე განთავსებული, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. მასშტაბური სავაჭრო ცენტრის – “სითი მოლი გლდანის” გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
​საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი “სითი მოლი” დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი სავაჭრო ცენტრების აშენება ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონი ლარია. სხვადასხვა პერიოდში პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე 2000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ამჟამად დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.
სავაჭრო ცენტრი აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით და სრულად უზრუნველყოფილია პარკინგითა და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები