ბიძინა ივანიშვილი: ფულს კვირიკაშვილი ციდან ვერ მოიტანს, საქართველოში სოციალური ფონი მძიმეა

მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა და გაჭირვებულთა რაოდენობა შემცირდება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალური ფონი ქვეყანაში მძიმეა.
“თუ მკითხავთ, იქნება თუ არა 4 წლის შემდეგ სოციალურად დაუცველები და გაჭირვებულები, გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, იქნებიან, თუმცა იქნება ნაკლები. ტენდენცია იქნება შენარჩუნებული. ტემპები უნდა გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის, ეს არის ძალიან რეალური და ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერმა სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ 2012 წელს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, საარჩევნო ტრიუკის გამო, ნახევარი მილიონით გაზარდა.
“ბიუჯეტის ანალიზი ჟურნალისტებისა და საზოგადოების დონეზე უნდა ვისწავლოთ. სამჯერ და ოთხჯერ გაიზარდა სოციალურ მიმართულებებზე ბიუჯეტი. საქართველოში ალბათ 1% თუ არ იტყვის უარს სოციალურ დახმარებაზე, იმდენად არ არის მაღალი ცხოვრების პირობები. მეთოდიკა იცვლება, იხვეწება. ფულს კვირიკაშვილი ციდან ვერ მოიტანს. ჩვენ ბიუჯეტის ანალიზი უნდა ვისწავლოთ”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები