ლიტერატურული სალონის წევრები ილია პატაშურის სურათების გალერეას ესტუმრებიან

1 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ლიტერატურულ სალონ „საგულისონის“ წევრები და მოწვეული სტუმრები შეიკრიბებიან მხატვარ ილია პატაშურის საგამოფენო დარბაზში  (ნუცუბიძის II ფერდობი, ბესარიონ ჟღენტის ქ.19).
როგორც „კვირას“ თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, მხატვრის ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ, მოწვეული სპეციალისტები გაგვაცნობენ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო დეტალებს.
ცნობისათვის: ილია პატაშური სამხატვრო აკადემიის პროფესორი, დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ცნობილი ფერწერული ტილოების ავტორი („დიდგორი“, „ვედრება“, „ბროწეულები“, „კრწანისი“ და სხვ.), არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მისი ნამუშევრები გამოფენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გალერეებსა და მუზეუმებში.
2016 წლის 9 მაისს მხატვარს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. „მე ჩემს ლამაზ სამშობლოს ვხატავ“, – აცხადებს ილია პატაშური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები