ანსამბლი „იალონი“ თელავს ესტუმრება

ანსამბლი „იალონი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  2016 წელს ახორციელებს პროექტს „შემოქმედებით-საგანმანათლებლო ტურები საქართველოს რეგიონებში“, რომლის ფარგლებშიც ანსამბლი ეწვია საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. შემოქმედებითად საინტერესო და მრავალფეროვანი ტურნე კი დასრულდება საქართველოს ულამაზეს კუთხეში – კახეთში.
როგორც „კვირას“ორგანიზატორებმა აცნობეს, 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „იალონი“ ესტუმრება თელავს, სადაც ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელი უმასპინძლებს ანსამბლის სოლო კონცერტს. წარმოდგენილი იქნება მუსიკალურ-ეთნოგრაფიული ჩანახატები „მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე“.
2 ოქტომბერს, 14:00 საათზე კი, ანსამბლის ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი ნინო ნანეიშვილი ჩაატარებს მასტერკლასს ადგილობრივი ფოლკლორული და სამგალობლო გუნდებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები