მაკა ქვარცხავას პერსონალური გამოფენა პანტომიმის შოუსთან ერთად გაიმართება

1 ოქტომბერს Back Stage76 – ვაკის პარკში, (შესასვლელი აბაშიძის ქუჩიდან) მაკა ქვარცხავას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც განხორციელდება პანტომიმის შოუსა და ელექტრონული მუსიკასთან ერთად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა კრეატიული მოძრაობების მრავალფეროვნებით, რომლებიც ვითარდება მხატვრის ინდივიდუალურ სტილში.
მაკა ქვარცხავას ნამუშევრები გაყიდულია როგორც დიდი ბრიტანეთის თანამედროვე არტაუქციონზე, ასევე აშშ-სა და ევროპის გალერეებსა და კერძო კოლექციებში, იმ ტექნიკის და არტისტული ხედვის განვითარების კვალდაკვალ, რომელსაც მხატვარი ამჟამად ფლობს.
მხატვრის ნამუშევრები, ძირითადად, ტილოებზე, ზეთებშია შესრულებული.
ამჟამად იგი რამდენიმე არტპროექტზე მუშაობს, აქვს მოწვევები ბრიტანეთის არტგალერეებიდან და ესპანეთიდან;
მაკა ქვარცხავას ვერ წარმოუდგენია საკუთარი შემოქმედება ქველმოქმედების გარეშე. ამგვარად, სოციალურად დაუცველთა სულიერ-მატერიალური დახმარება მისი შემოქმედების თანამდევია.
გამოფენები:
2014წ. დეკემბერი – საქველმოქმედო გამოფენა;
2015წ. ივნისი – სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო გამოფენა;
2016წ. მაისი – ონკოლოგიურ პაციენტთა მხარდასაჭერ პროექტში “ონკოლოგიური სიფხიზლე – არტთერაპია ” მონაწილეობა;
2016წ. დეკემბერი – მომავალი გამოფენა ბარსელონაში, ესპანეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები