წიგნის „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ წარდგინება გაიმართება

დღეს, 19 საათზე, წიგნის სახლში – ბახტრიონზე გაიმართება  ცნობილი მოაზროვნის, აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიის ინტერპრეტატორის, ალან უოტსის (1915 – 1973) წიგნი „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი მხოლოდ იმ მკითხველისთვის არ დაწერილა, ვინც შორეული აღმოსავლეთის რელიგიებით, კულტურით, ფილოსოფიითა და ცხოვრების წესითაა დაინტერესებული და ცოდნის გაღრმავებისკენ ისწრაფვის. ეს წიგნი, პირველ რიგში, მისთვისაა, ვინც გაუბედავ ნაბიჯებს დგამს აღმოსავლეთისკენ – დიდი, განსხვავებული, თვალისმომჭრელად მრავალფეროვანი სამყაროსკენ; ვისაც სურს, იცოდეს, როგორ გააჩეროს დრო; ვინც სურვილებს აჰყოლია და ილუზიების საბურველში გახვეული იხუთება; ან ვისაც საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა სურს.
ალან უოტსი იმ სამყაროს გვაცნობს, სადაც მეტი სიხარული და სიამოვნებაა, მეტი თამაში და თავშექცევა, და შეუძლებელი არაფერია…
შეხვედრას წარუძღვებიან: მთარგმნელი ოთარ ჭულუხაძე და რედაქტორი ირმა ტაველიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები