დღეს ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და სამოსის გამოფენა გაიხსნება

 29 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ირანის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სამოსის გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოს გააფორმებს მუსიკალური ჯგუფი „მეჰრაიინ“ მაზანდარას რეგიონიდან (ირანი).
ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და სამოსის გამოფენა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ღონისძიება  ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები