კიევში  ფესტივალი „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ მეხუთედ გაიმართება

1-2 ოქტომბერს კიევის ცენტრში ქართულ-უკრაინული მეგობრობის ფესტივალი – „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ მეხუთედ ჩატარდება.
ღონისძიებები სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგიას”, უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელის” და პიარსააგენტო G.E.M.-ის ორგანიზებით გაიმართება და მხარდამჭერია საქართველოს საელჩო უკრაინაში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს. ორი დღის განმავლობაში თეატრ „კოლესოს” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე სტუმრების წინაშე წარდგებიან ქართველი და უკრაინელი არტისტები: ჯგუფი „სოლომია“, ანსამბლები: „იბერიელი“ და „იბერია“, „ქართული ხმები“, შმაგი თაღიაშვილი, ბალეტი „Georgia”. ასევე გაიმართება საცეკვაო ფლეშმობი, რომელში მონაწილეობასაც ფესტივალის სტუმრები შეძლებენ.
პარალელურად, ივანე კავალერიძის სახლ-მუზეუმში გაიმართება ქართველი მხატვრების: მაკო ბათიაშვილის, ლევან მინდიაშვილის, ირაკლი ბუღიანის, ნიკა სანხაბერიძისა და მაია სუბმაძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პირველივე დღეს სტუმრებს საშუალება ექნებათ, იქვე მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ საღამოში.
ორი დღის განმავლობაში დაინტერესებულთათვის, ბულგაკოვის სახლ-მუზეუმში სტუმრებს დიდი უკრაინელი მწერლის საქართველოსთან კავშირზე მოუთხრობენ.
მოგზაურობის მოყვარულებს, ქართული კურორტების შესახებ სასტუმრო „ვოზდვიჟენსკის“ ეზოში უამრავ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიან, სადაც ასევე საუკეთესო ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება უამრავი მასტერკლასი, პერფორმანსი „სიზმრების მუზეუმისგან“.
ცნობისთვის, საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მეტად გარკვეულებს შანსი ექნებათ, მოიგონ საგზური საქართველოში კომპანია „ილვი ტურისგან“, ან ბილეთი თბილისში, ფასდაკლებასთან ერთად ავიაკომპანია „Atlas Global“-ისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები