“უკვე შეუძლებელია იქ მუშაობა” – რას აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის ორგანიზაციის ყოფილი მდივანი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამგორის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ხათუნა მეტრეველი პარტიის დატოვების მიზეზებზე “კვირასთან“ საუბრობს.
როგორც მეტრეველი აცხადებს, მისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დღეს დატოვეს პარტია, ყოვლად მიუღებელია იმ აუდიოჩანაწერის პათოსი, რომელშიც სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
„ყველანაირად ვემიჯნებით აღნიშნული აუდიოჩანაწერის პათოსს, წინააღმდეგნი ვართ ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციისა, შეუძლებელია ასეთ ფონზე იქ მუშაობა. ვემიჯნებით არეულობის მოწყობის მცდელობებს“, – განუცხადა კვირას ხათუნა მეტრეველმა.
ამასთან, მეტრეველი გამორიცხავს სხვა პოლიტიკურ ძალასთან ალიანსს ან რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას.
“მინდა ყველამ იცოდეს, რომ არავითარ შეთქმულებას, არავითარ გადაადგილებას არ აქვს ადგილი, არსად არ ვაპირებ წასვლას, ეს მინდა იცოდეს ყველამ“, – აღნიშნა ხათუნა მეტრეველმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამგორის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა.
პარტიის რაიონული ორგანიზაცია 120- მა ადამიანმა, მათ შორის ხელმძღვანელობამ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები