ვატიკანის ყოფილ ბუღალტერს ბრალად ედება მილიონობით ევროს გათეთრება
ვატიკანის ყოფილი ბუღალტერი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. მას ბრალად ედება ვატიკანის ბანკის მეშვეობით მილიონობით ევროს გათეთრება. მონსენიორ ნუნციო სკარანო, სასამართლოს დადგენილებით, დამნაშავედ ცნეს იტალიაში 20 მილიონი ევროს უკანონოდ შემოტანაში და მას შიდა პატიმრობა მიესაჯა. იტალიის პოლიციის ინფორმაციით, სამშაბათს ხელი მოეწერა ყოფილი ბუღალტრის და კიდევ ორი ადამიანის დაპატიმრების ორდერს. შარშანდელი სკანდალების შემდეგ პაპმა ფრანცისკმა ვატიკანის ბანკის საქმეების გამოსაძიებად საგამოძიებო კომისია შექმნა. საერთოდ, ვატიკანი ყოველთვის ეწინააღმდეგება ვატიკანის საქმეებში პოლიციისადა სასამართლოს ჩარევას და ვატიკანის თანამდებობის პირების მიმართ ბრალდებების გამოძიებას. მაგრამ, პაპ ფრანცისკის შემთხვევაში, პაპის ტახტსა და იტალიის ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა ფართოვდება. შარშან, ზაფხულში სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად დააპატიმრეს მონსენიორ სკარანო.