ანტონიონის შემოქმედებისადმი მიძღვნილი არტწიგნის – „ანტონიონის 7 ½“ წარდგინება გაიმართება

29 სექტემბერს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში მიქელანჯელო ანტონიონის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ორიგინალური არტწიგნის – „ანტონიონის 7 ½“ წარდგინება გაიმართება. ტექსტის ავტორია ლელიო ფილიპპი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 29 სექტემბერი დიდი იტალიელი კინორეჟისორის, მიქელანჯელო ანტონიონის დაბადების დღეა. კინოფორმის ინოვატორი, კინოდრამატურგიის განმაახლებელი მაესტრო მიქელანჯელო ანტონიონი წელს 104 წლის გახდებოდა.
მწერალთა სახლი, უცხო ენების შემსწავლელ ცენტრ „ცელულოიდის ენებთან“ ერთად, ეხმაურება ამ უნივერსალური კინოარტისტის იუბილეს და გიწვევთ
არტწიგნი მიქელანჯელო ანტონიონის შემოქმედებით მეთოდში 7 ½ კონსტანტას გამოავლენს და ანტონიონის ფილმებთან ერთად მისი მოთხრობებისა და ჩანაწერების საფუძველზე განიხილავს მათ.
რეჟისორ ლელა ბერიძეს, რომელსაც ეკუთვნის როგორც წიგნის თარგმანი, ასევე არტწიგნის იდეა და დიზაინი, წიგნის წარდგენაში დაეხმარებიან: ხელოვნებათმცოდნე მარინა თაბუკაშვილი და კინომცოდნე ქეთი პატარაია;
მოისმენთ რამდენიმე ნაწყვეტს ანტონიონის მოთხრობებიდან – მათ შორის იტალიურ ენაზეც;
მომღერალი ნინო ღლონტი – პიანისტ გია რაქვიაშვილის აკომპანიმენტით – მუსიკალურად გააფორმებს საღამოს;
შეხვედრის ბოლოს კი შესაძლებელია არტწიგნის „ანტონიონის 7 ½“ შეძენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები