პაატა ბურჭულაძე: მივიღე გადაწყვეტილება, რომ “გირჩი” სიიდან ამოღებულიყო

“პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის განცხადებით, მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ “გირჩს” გაერთიანება დაეტოვებინა.
როგორც ბურჭულაძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას აღნიშნა,  მისი პარტია დამოუკიდებელია და ის არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ქართული ოცნების” სატელიტი არ არის.
“ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია. ძალიან უნდოდათ, რომ ვყოფილიყავით “ნაციონალური მოძრაობის” ან “ქართული ოცნების” სატელიტი. მე არცერთი არ მომწონს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია და ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ დღეს, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “გირჩი” სიიდან ამოღებულიყო. მე თანხას ვერ მივიღებ ვერც სააკაშვილისგან და ვერც ბიძინა ივანიშვილისგან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული და მე ამას ვერ მივიღებ”,-განაცხადა ბურჭულაძემ.
გირჩმა” ბურჭულაძის გაერთიანება დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები