მანანა ნაჭყებია ადასტურებს, რომ „გირჩი“ პაატა ბურჭულაძის პარტიას გამოეყო

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი მანანა ნაჭყებია ადასტურებს, რომ „გირჩის“ წევრებმა გაერთიანება “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვეს. როგორც ნაჭყებიამ „კვირას“ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მანაც რამდენიმე წუთის წინ შეიტყო.
„დეტალები არ ვიცი. „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთად უნდა მივსულიყავით. ჩემდა გასაკვირად, გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიტყვე, რომ „გირჩმა“ დატოვა ჩვენი ბლოკი“, – განაცხადა ნაჭყებიამ.
პარტია „გირჩის“ წევრები სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები