სასწრაფოდ: “გირჩმა” ბურჭულაძის პარტია დატოვა
“გირჩმა” პაატა ბურჭულაძის გუნდი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2”-ი ავრცელებს.
“კვირა” ინფორმაციის გადამოწმებას პარტიის წევრებთან ცდილობს.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური სუბიექტის ლიდერს ხვალ, 18:00 საათამდე აქვს ვადა, საარჩევნო სიიდან ამოიღოს რომელიმე წევრი. ასევე, პარტიული სიის რომელიმე წევრს უფლება აქვს, ხვალ 18:00 საათამდე საკუთარი განცხადებით უარი თქვას საარჩევნო სიაში ყოფნაზე.