ირაკლი კობახიძე: ძალიან “აჭრილები” არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, „რუსთავი 2“- ის გენერალური „პროკურორი“

10 წუთის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით „რუსთავი 2“-ის „გენერალური პროკურორისგან“ იმის გამართლებას, თუ რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს რევოლუცია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მძიმე მოსასმენი იყო ის ლექსიკა, რომლითაც ნიკა გვარამია „სააკაშვილის ტელევიზიით“ საუბრობდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბრიფინგი არ ჩაუტარებია, მაგრამ პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა ჩაატარა და მან გადაწყვიტა პარტიის სახელით საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. დაასწრო პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა.
10 წუთის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით გენერალური პროკურორისგან იმის გამართლებას, თუ რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს რევოლუცია. ძალიან “აჭრილები” არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, „რუსთავი 2“- ის „გენერალური პროკურორი“. ისინი ღიად საუბრობენ იმაზე, რაზეც არ უნდა საუბრობდნენ. ძალიან მძიმე მოსასმენია ის ბინძური ლექსიკა, რომლითაც 10 წუთის განმავლობაში სააკაშვილის ტელევიზიის „გენერალური პროკურორი“ ნიკა გვარამია საუბრობდა“, – განაცხადა კობახიძემ.
“რუსთავი 2“ სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება, ასევე ემიჯნება ამგვარი ფორმის მასალას,” – ეს განცხადება „რუსთავი2“ -ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
გვარამია ამბობს, რომ „რუსთავი2“ იღებს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები