“თავისუფალი დემოკრატების” ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და 30-მდე წევრი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

„თავისუფალი დემოკრატების“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ინგა ჩაგანავამ გუნდის 30–მდე წევრთან ერთად, პარტია დატოვა და „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
“ვტოვებ პარტია “თავისუფალ დემოკრატებს” და ვუერთდები საზოგადოებაში ყველაზე გამოკვეთილ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ და საქმეზე ორიენტირებულ ძალას “ქართულ ოცნებას”. მხარდაჭერას ვუცხადებ “ქართული ოცნების” ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი (დაჩი) ბერაიას”, – განაცხადა ინგა ჩაგანავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები