ცოტნე გამსახურდია აუდიოჩანაწერზე: სამწუხაროდ, ეს არ არის არც ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი და არც მტრის ხატის ძიება

“ესენი იმდენს იზამენ, რომ მართლაც მოუწევთ ლინჩის წესით გასამართლება!” – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ცოტნე გამსახურდია ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.
„აუცილებლად უყურეთ, რამდენიმე წუთია. სრულიად კორექტულ გადატრიალებას ამზადებენ ეს გარეწრები! სამწუხაროდ, ეს არ არის არც ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი და არც მტრის ხატის ძიება, უსმინეთ.
ესენი იმდენს იზამენ, რომ მართლაც მოუწევთ ლინჩის წესით გასამართლება!
ჰო, ბოლოს ფარჩაკი ბობოხიძე იმასაც კი ტრაბახობს, მე სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში მაქვს მონაწილეობა მიღებულიო“, – წერს ცოტნე გამსახურდია.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები