”დღევანდელი სახელმწიფო, დღევანდელი მთავრობა არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ სიტუაცია აირიოს“

„ჩვენ რასაც ვისმენთ და ვხედავთ, ძალიან საგანგაშოა. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს დღეს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა.
”დღევანდელი სახელმწიფო, დღევანდელი მთავრობა არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ სიტუაცია აირიოს, რომ საქართველომ იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია დემოკრატიული განვითარების გზაზე, გადაუხვიოს და მოსახლეობას არ მიეცეს არჩევანის უფლება”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები