რამაზ საყვარელიძე: სულ რომ ხელი არ გაანძრიოს შსს-მ, რევოლუცია შეუძლებელია

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციის მოწყობა არ გამოუვა.
როგორც „კვირას“ პოლიტოლოგმა განუცხადა, მოსახლეობის დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის წინააღმდეგია.
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ, დამაჯერებელი და რეალურია.
საყვარელიძის მტკიცებით, მთავარია, საზოგადოება იყოს ამ ყველაფრისთვის მზად და მათ ამის განხორციელების საშუალება არ მისცენ.
მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის, იან კელის დღევანდელი განცხადება, მკაფიო მითითება იყო, რომ დესტაბილიზაცია არავის აწყობს.
„ჩემთვის დამაჯერებელია, რომ ეს რეალურია. მთავარია, საზოგადოება რამდენად იქნება მზად იმისთვის, რომ ასეთი რამ არ დაუშვას. თუ საზოგადოება იქნება მზად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოც მზად იქნება.
აღარ არის ის სიტუაცია რაც იყო 2003 წელს. ისინი წავიდნენ 2003 წლის სცენარით. 2003 წლის გადატრიალება ამერიკას სურდა, რუსეთს და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. აშშ-ის ელჩის განცხადება მკაფიო მითითება იყო, რომ დესტაბილიზაცია არავის აწყობს, რუსეთი არც გვაინტერესებს და არც ვიცით.
მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის. ამ პირობებში რევოლუცია შეუძლებელია, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს შსს-მ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მოახერხებს ნორმალური ზომებით ამ სიტუაციის დარეგულირებას“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები