პუტინმა, ტრამპთან შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ კორეასთან მეგობრობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პარასკევს, დონალდ ტრამპთან შეხვედრის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა „მეგობრობა“ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
მედიის ცნობით, ეს ასევე იმ დროს მოხდა, როდესაც გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია ათასობით ჩრდილოეთ კორეელი მუშის შესახებ, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ „მონის მსგავს“ მდგომარეობაში არიან.
პუტინმა და კიმმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც რუსეთის ლიდერმა შეაქო ფხენიანის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
როგორც ცნობილია, ამ კვირაში რუსეთი უკრაინაში ახალ სამხედრო წინსვლას ახორციელებს, რამაც აღმოსავლეთ ქალაქ დობროპოლიასთან მოულოდნელი შეტევა გამოიწვია და მოკლე დროში 10 კილომეტრით (ექვსი მილი) წინ წაიწია.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კიმმა და პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება მეგობრული ურთიერთობების, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართ“.
კრემლის ცნობით, პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ალასკის სამიტის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მომავალი მოლაპარაკებების კონტექსტი გაუზიარა.