კურორტი, რომლის ისტორიაც რამდენიმე ხნის წინათ შეწყდა და „ციფრულ ფოტომატიანეში“ დაცული სურათები
კურორტ შოვის ისტორიიდან – ეროვნული ბიბლიოთეკა რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.
„კურორტი, რომლის ისტორიაც რამდენიმე ხნის წინათ შეწყდა, მეხსიერებას მხოლოდ საოჯახო ალბომებსა თუ არქივებში დაცულ ფოტოკადრებად დარჩა.
შოვი, პანსიონატი „მამისონი“, 1986 წელი (მთავარი ფოტო);
ტურბაზა კურორტ შოვში, 1930 წელი;
დამსვენებლები კურორტ შოვში, 1940 წელი;
„ეროვნული ბიბლიოთეკის „ციფრულ ფოტომატიანეში“ დაცული ფოტოები ამ აღწერილობებით უნიკალურ კადრებსა და ამბებს ინახავს და დღეს უკვე ამ მხარის ისტორიის უმნიშვნელოვანესი წყაროა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.