მანანა კობახიძე: ამ ქმედებისთვის ყველას პასუხი მოეთხოვება, მათ შორის სააკაშვილსაც

“ამ ქმედებებისთვის პასუხი მოეთხოვება ყველა პირს, მათ შორის სააკაშვილსაც”, – ასე ეხმაურება ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შესაძლო დესტაბილიზაციაზე ესაუბრება.
კობახიძის თქმით, საჭიროა გამოძიება დაიწყოს და დაიკითხოს ყველა პირი, ვინც ამ ჩანაწერებში მონაწილეობს.
„ყველა კითხვა უნდა დაისვას, უნდა დაიკითხოს ყველა პირი. თუ ასეთი გეგმა არსებობდა ან არსებობს, სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული არის დასჯადი და ყველა პასუხს აგებს. არავითარი საფუძველი არ აქვს ქვეყანაში გადატრიალებას, რევოლუციებს, საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ხელისუფლებას აქვს ყველა პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ აღიკვეთოს ყველანაირი მცდელობა რაიმე ტიპის დესტაბილიზაციის. პასუხი მოეთხოვება ამ ქმედებისთვის ყველა პიროვნებას, მათ შორის სააკაშვილსაც“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები