„ეროვნულმა ფორუმმა“ „ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

„ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგში, რობერტ ოდიშელიძემ ზაქარია ქუცნაშვილისა და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ ოდიშელიძე მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკური გაერთიანება ”ეროვნული ფორუმიდან” იღებდა. მაჟორიტარობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ზაქარია ქუცნაშვილს და გამარჯვება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები