ლევან გოგიჩაიშვილი: ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა საფუძველშივე იქნება აღკვეთილი

„იმ პარტიას, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, დღეს ამ არჩევნებზე არაფერი დარჩენია პროვოკაციის გარდა“, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
გოგიჩაიშვილი „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პროვოკაციის აღსაკვეთად ყველანაირი რესურსი აქვს.
“სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს წააგებს, ამიტომ მათ და მათ ლიდერს, რომელიც სრულ ისტერიკაშია, სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა დესტაბილიზაციის მცდელობისა.
ფიქრისთვის არ იჭერენ დღეს საქართველოში ადამიანებს, როგორც ეს მათი მმართველობის დროს ხდებოდა, თუმცა ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილი იქნება კანონის ფარგლებშივე“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები