ლევან გოგიჩაიშვილი: ჩვენ მოვიგებთ ყველა მაჟორიტარულ ოლქს საქართველოში

პარლამენტი მრავალპარტიული არ გვექნება, რადგან ქართული ოცნება დიდი უმრავლესობით მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
ლევან გოგიჩაიშვილი არ ასახელებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც, მისი აზრით, ბარიერს გადალახავენ, თუმცა მიაჩნია, რომ მათი რიცხვი 4 -ს არ აღემატება.
“მე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომელი პარტია გადალახავს ბარიერს, თუმცა ეს არ იქნება მრავალპარტიული პარლამენტი. დაახლოებით 4-3 პარტია შეძლებს ბარიერის გადალახვას.
პარლამენტი არ იქნება მრავალპარტიული .“ქართული ოცნება“ დიდი უმრავლესობით მოიგებს. ჩვენ მოვიგებთ ყველა მაჟორიტარულ ოლქს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, 2012 წელს არჩეულმა ზოგიერთმა მაჟორიტარმა „ქართული ოცნებიდან“ მოსახლეობა დაივიწყა.
“2012 წელს კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრი მაჟორიტარი გახდა, თუმცა ისინი გამარჯვების შემდეგ, მოსახლეობას აღარ უნახავს. მე მიწევს ორმაგი ძალისხმევა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს და მათი დარწმუნება იმაში, რომ მაჟორიტარები მათი პრობლემებით ისევ დაინტერესდებიან,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მანვე ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რაც საბურთალოს მოსახლეობას აწუხებს. გამოიკვეთა საბავშვო ბაგა-ბაღების და რეკრიაციული ზოლის პრობლემა. გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას გააჩნია რესურსი დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები