იან კელი: საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ამასთან, აშშ-ის ელჩმა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდია.
„ჩემი მოსაზრებით, გარემო აქამდე ძალიან კარგი იყო. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ამ არჩევნებს, რადგან გვსურს ის, რაც სურს ქართველებს – არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სურვილს. როგორც ჩვენ, ისე ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმაც აღნიშნა, რომ იყო დაშინების ფაქტები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი შეშფოთების შესახებ საქართველოს მთავრობას ვაცნობეთ“, -განაცხადა იან კელიმ.
მისი თქმით, დამკვირვებლების უმრავლესობა თანხმდება, რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მშვიდია და ირწმუნება, რომ არჩევნები წარმატებულად ჩაივლის.
„არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესში შედის. საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, მაქსიმალურად თავისუფალი დაშინებისგან და ძალადობის ფაქტებისგან“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები