ლევან იზორია: ყველანაირი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ჩახშობილი იქნება

დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი ის არის, რომ მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვრავს, თუ ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გუშინ „თავისუფალი ზონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავს.
მინისტრისვე თქმით, დესტაბილიზაციისკენ მიმართული ყველა მცდელობა ჩაიხშობა.
„დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი ის არის, რომ მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვრავს, თუ ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება. ამას არც სააკაშვილი განსაზღვრავს და არც სხვა ვინმე პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ყველანაირი მცდელობა, თუ გინდ მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას და ყველაფერს აკეთებენ, რომ საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.
„მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ყველაფერი წავა მშვიდობიანი გზით და კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები