„ბერკურტმა“ ხელისუფლებისგან კიევის გაწმენდის დავალება მიიღო
კიევში ამ წუთებში რამდენიმე წერტილში შეტაკებები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შტურმისთვის ემზადება. რამდენიმე საათის წინ მან ხელისუფლებისგან სპეციალური დავალება უკვე მიიღო. დავალების მიხედვით, „ბერკუტმა“ უნდა მოახერხოს, საბოლოოდ გაწმინდოს ქალაქი. უცხოური მედიის ინფორმაციით, სრულ მზადყოფნაშია 8 000 ძალოვანი, შინაგანი ჯარის 4 500-ზე მეტი მებრძოლი, 1 600-ზე მეტი მილიციონერი და ამდენივე საგანგებო დავალებათა დანაყოფ “ბერკუტის” წევრი.
უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბერკუტი” მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს. ვრცელდება კადრებიც, სადაც მასრები ჩანს. თავის მხრივ, უკან დახევას არც დემონსტრანტები აპირებენ. ისინი პოლიციას ხელკეტებს და ქვებს ესვრიან. ვითარება უკრაინაში მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც პრეზიდენტმა ოპოზიცია არ მიიღო. იანუკოვიჩმა კლიჩკოს დიალოგზე უარი უთხრა. მიზეზად კი საკმაოდ მომქანცველი და გადატვირთული დღის განრიგი დაასახელა.