18 წლის გოგონამ ჯერ არ დაბადებული შვილი ფეისბუქის საშუალებით გაყიდა
18 წლის ჩილელი გოგონა დააკავეს, რომელმაც საკუთარი, ჯერ კიდევ არ დაბადებული შვილი ფეისბუქის საშუალებით 69 ევროდ გაყიდა. 18 წლის ვერონიკა კარერა ჩაპარო პოლიციამ, როგორც ამ საქმის თანამონაწილეებთან – დასთან და დედასთან ერთად დააკავა. პოლიციის თქმით, გოგონა 2013 წლის თებერვალში უკვე ორი თვის ორსული იყო. მან 17 წლის შეყვარებულს, ანუ ბავშვის მამას დაპირება მისცა, რომ ორსულობას საიდუმლოდ შეინახავდა, თუმცა ოჯახის წევრებს საიდუმლო მაინც გაუმხილა. ვერონიკას დედამ და მისმა დამ გოგონას სამი პირობა წაუყენეს: ბავშვი ან უნდა მოეშორებინა, ან გაეყიდა, ან გაეშვილებინა. საბოლოოდ მათ სოციალურ ქსელ ფეისბუქით ბავშვის გაყიდვა გადაწვიტეს. ჩილეს დედაქალაქიდან მათ ოჯახი დაუკავშირდა და 1,135 დოლარი – ფორმალური რეგისტრაციის საფასური შესთავაზა.
ბავშვი 4 ნოემბერს დაიბადა და ოჯახმა მას თანხა გადაუხადა. გოგონას დასთან და დედასთან ერთად, ბავშვის მყიდველი ცოლ-ქმარიც დააკავეს. ისინიც სასამართლოში არიან დაბარებული. წყვილმა, რომელმაც ბავშვი იყიდა, მაშინვე საკუთარ შვილად გააფორმა. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვისთან დარჩება ბავშვი. თავიდან ბავშვის მამა მოატყუეს, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა, თუმცა, როცა მან მოგვიანებით ბავშვის გაყიდვის შესახებ გაიგო, მომხდარის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა. როგორც გოგონამ განაცხადა, ის და ბავშვის მამა ერთად არ არიან და მას არ უნდოდა დასთან და დედასთან ურთიერთობის გაფუჭება. მე არავინ არ მყავდა. ვინც ბავშვის გაზრდაში დამეხმარებოდა, – ამბობს დედა.