ჩინეთში ბავშვი დაიბადა, რომელსაც 31 თითი აქვს

ჩინეთში მუტანტი ბავშვი დაიბადა, რომელსაც 31 თითი აქვს. Fox News-ის ცნობით, ბავშვს ხელებზე 15 თითი აქვს, ხოლო თითო ფეხზე – რვა-რვა თითი.
ექიმების განცხადებით, ბავშვს რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდება –  ზედმეტი თითები ამპუტირებული იქნება. 16 წლამდე ბავშვს ექიმებთან მუდმივი შემოწმებების გავლა მოუწევს.
დაავადების სახელწოდებაა „პოლიდაქტია“.  ექიმები ყველა ოპერაციის დასრულებას ბავშვის სკოლაში წასვლამდე გეგმავენ.
პოლიდაქტია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის ხუთი ათასიდან ერთ ახალშობილს აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები