ბრიტანელი მეცნიერები – მელოდრამები ადამიანებს აახლოებს

გულისამაჩუყებელი მელოდრამის ყურება ადამიანების დაახლოებას უწყობს ხელს. ამას ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების ინფორმაციით, ტრაგიკული ან მელოდრამატული ფილმების ყურება ხელს უწყობს ენდორფინის, ანუ სიხარულის და სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას.
Open Science-ში გამოქვეყნებულ დასკვნაში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ ქიმიურ პროცესს ტკივილგამაყუჩებელი თვისება აქვს. ის ხელს უწყობს ადამიანების დაახლოებასაც.
„ტრაგედიის და დრამის ყურება ძალზე სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, – აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები