საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნთან, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ასევე მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე – ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs). საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 22 სექტემბერს სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები