უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე

“ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია “რესპუბლიკელების” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას არ გაეხარდება ის ფაქტი, თუ ხვალ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ნაკლები ფასი ექნება. დავით უსუფაშვილმა გადაცემაში ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

”მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც დავიწყე 5 წლის განმავლობაში ჩემი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორის, ჩემი ლიდერის, ადამიანის, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, განქიქება. არ მიწოდებია მისთვის არც მატყუარა, არც უსაქმური, არც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არც მტრის მაქებარი და ჭავჭავაძის მძაგებელი და ა.შ. მან ჩათვალა, რომ ძველი პარტნიორები აღარ სჭირდება, სამწუხაროდ. მე მგონია რომ ცდება, რადგან აღარ სჭირდება ძველი ამბები და ამ ამბებთან დაკავშირებული სხვა კარგი ამბებიც, რაც მაშინ კარგად მიიჩნეოდა. მე არ მიხარია ის, თუ ხვალ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ნაკლები ფასი ექნება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე. ამიტომ არ მიხარია და არ ვარ დაინტერესებული იმაში, რომ ის ადამიანი, ვის ხელშიც ჯერ კიდევ არის ამ ქვეყნის სახელისუფლებო და საძალაუფლებო გავლენების საკონტროლო პაკეტი, აღმოჩნდეს არაავტორიტეტული, იმის გამო, რომ დავით უსუფაშვილი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები