გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამასთანავე, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენა ჰაიდთან. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მნიშვნელობას, რომელიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ასევე, ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები