“ხელმოცარული მილიონერი, მიხედოს 2,5 მილიონიან სახლს” – დოლიძე ნათელაშვილს პასუხობს

რეჟისორი ქეთი დოლიძე პირველ ლეიბორისტს პასუხობს. ქეთი დოლიძემ “კვირასთან” საუბრისას შალვა ნათელაშვილს ხელმოცარული პოლიტიკოსი უწოდა.
“მაგაზე დიდ რეკლამას არავინ გამიკეთებდა. ეგ არის ბრიყვი, მიშას გამხოვანებელი. მიშას ხელისუფლების დროს მიშას აგინებდა, ახლა მიშას შიკრიკია. მე ჩემს საქმე ვაკეთებ, ისეთი ბედნიერი ვარ… ბედნიერია თეატრი, თეატრი ისეთი წარმატებული დაბრუნდა ედინბურგიდან, რომ 14 სხვადასხვა ფესტივალზე მიგვიწვიეს. ეგ ვინ არის? არარაობა… ერთი საწყალი, ხელმოცარული კაცი, ზუსტად ეგეთი პოლიტიკოსები არცხვენენ საქართველოს. ძალიან მაინტერსებს, როგორ აიშენა 2,5 მილიონიანი სახლი შალვა ნათელაშვილმა? მაგან მიხედოს თავის სახლს. კაცი არსად არ მუშაობს და იცით რა სახლი აქვს? მე კიდევ ხვალ ზეგ, მამაჩემის დატოვებული ბინა აუქციონზე გაიყიდოს. ეგ არის ხელმოცარული მილიონერი როგორ აიშენა, ვინმემ ჰკითხოს, მთელი ცხოვრება არსად არ მუშაობს. მაგან მიხედოს, საკუთარ სახლს და გაუბედურებულ დუშეთს”, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა გადაცემაში “არჩევანი” განაცხადა, რომ “საქართველოში კლასიკური კოლონიური ინტელიგენციის დრო უნდა დასრულდეს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ქეთი დოლიძე გააკრიტიკა.
„კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, – ამათ დაღუპეს საქართველო, ამათ გაყიდეს საქართველო. მიშას გვერდზეც ესენი იდგნენ, ივანიშვილის გვერდზეც ესენი დგანან. ესენი არიან კლასიკური კოლონიური ინტელიგენცია და მათი დრო უნდა დამთავრდეს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და თქვა, რომ ეს პირები „კუჭიერებაზე გადასული“ ადამიანები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები