შალვა ნათელაშვილი: საქართველო იყო ღმერთის აგარაკი და ამ სამოთხეს უნდა მივხედოთ

“საქართველო იყო ღმერთის აგარაკი და ამ სამოთხეს უნდა მივხედოთ” – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში “არჩევანში” განაცხადა.
შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს ტელეეთერის საშუალებით მიმართა და ითხოვა, რომ ანდონ ქვეყნის მართვა, რადგან “დღეს არის ქვეყანა, სადაც თუ მოიპარავ ცოტას, დაგიჭერენ ციხეში, თუ მოიპარავ ბევრს დაგნიშნავენ მინისტრად”.
„ერთხელ ვთხოვეთ ჩვენ ხალხს, ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა, მაშინ ანდეს ბიძინა ივანიშვილს და ის ქვეყანა გადაიჩეხა უფსკრულში და ჩვენ უკან უნდა ამოვიყვანოთ. ისე მყარად უნდა დავაყენოთ, რომ ვერც ერთმა ავანტიურისტმა, ოკუპანტმა თუ გადამგდებმა ვეღარ შეძლოს მისი დაქცევა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტიის ლიდერმა, სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააკრიტიკა და მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს, გორში იოსებ მაკრახიძეს და ხაშურში ვალერი გელაშვილს “ოლიგარქები” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები