გამოვიდა აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი

    საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 1827 წელს შედგენილი აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი გამოსცა. ხელნაწერი ამავე ბიბლიოთეკაშია დაცული. წიგნი გამოსაცემად პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ მოამზადა. ლექსიკონი არ იყიდება, იგი არაკომერციული გამოცემაა და მისით სარგებლობა სწავლულ-ლინგვისტებს, სტუდენტებს, ისტორიკოსებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ. ლექსიკონში მარო მაყაშვილის თანამებრძოლის, ამ ხელნაწერის ერთ-ერთი მოამაგის, ქალბატონ ნათელა ერისთავის მოკლე ბიოგრაფია და ფოტოსურათიცაა შესული. თებერვლის დასაწყისში ლექსიკონის წარდგინება მოხდება და მას ყველა მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები