პრემიერი: საქართველოს დაზვერვის სამსახურის თითოეულ მოსამსახურეს ვულოცავ პროფესიულ დღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის თითოეულ მოსამსახურეს პროფესიულ დღეს ულოცავს.
გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.
„ საქართველოს დაზვერვის სამსახურის თითოეულ მოსამსახურეს ვულოცავ პროფესიულ დღეს! მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის, პირნათლად შესრულებული მოვალეობისა და ქვეყნის ერთგულებისათვის. სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება. ეს საპატიო მისიაა, რომელსაც ისინი ღირსეულად ასრულებენ. მინდა წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა ვუსურვო მათ!“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები