შალვა პაპუაშვილი – ლაშა ცანავას განცხადებაზე: ასეთ ზღაპრებს შეჩვეული ვართ
,,ასეთ ზღაპრებს შეჩვეული ვართ. ესეც სხვათა შორის გებელსისეული პროპაგანდის ინსტრუმენტია, რომ რაც შეიძლება „მამალი ტყუილი“ უნდა იყოს, რომ მერე ყველას დააჯერო“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ცანავას განცხადებას, რომ მისი დაკავება ლევან ხაბეიშვილს უკავშირდება და სუს-ს კომპრომატების მოგროვება სურს.
პაპუაშვილის თქმით აღნიშნული, სიცრუეა.
„ფაქტია, რომ უცხოელებს სძალავდა ფულს, რომ რაღაც შეღავათები გაეკეთებინა. მათ შორის უვიზო მიმოსვლაზე რომ შესტკივათ გული, ზუსტად ასეთი სქემებია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, როდესაც ზოგიერთი ცდილობს ასეთი სქემებით საქართველოში ყოფნის ნებართვა მოიპოვოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ლაშა ცანავა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.