შალვა პაპუაშვილი: დღეს აშშ-სა და საქართველოს ჰყავთ ერთი მტერი – ეს არის „დიფ სთეითი“

„ჩვენი და ტრამპის ადმინისტრაციის მხილებებით ვიცით მისი ანატომია, მიზნები, როგორია მისი ინსტრუმენტები, ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად შეძლებს უპირველეს ყოვლისა აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ მიზანია არაფორმალური მმართველობა და ქვეყნების საკუთარი დღის წესრიგისთვის დაქვემდებარება.

„დღეს აშშ-სა და საქართველოს ჰყავს ერთი მტერი – ეს არის „დიფ სთეითი“. ჩვენი და ტრამპის ადმინისტრაციის მხილებებით ვიცით მისი ანატომია, მიზნები, როგორია მისი ინსტრუმენტები, ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად შეძლებს უპირველეს ყოვლისა აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას. ჩვენ ის ძალები არ გვაქვს, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას აქვს. აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე ბევრი რამ გააკეთა ამისთვის, პირველი – ამხილა „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტები USAID-ი, NED-ი და უცხოური დაფინანსება, რომლითაც ფინანსდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების და დესტაბილიზაცია. „დიფ სთეითის“ მიზანია არაფორმალური მმართველობა და ქვეყნების საკუთარი დღის წესრიგისთვის დაქვემდებარება, რომელიც ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები